უკრაინის შეიარათებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი დამპყრობლები ბახმუტის დაკავებას უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობენ. მათივე ცნობით, საომარი მოქმედებები ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ავდეევკის მიმართულებითაც.
გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებითაც ცდილობს.
უკრაინის ენერგომომწოდებლის აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი კოვალენკოს ინფორმაციით, რუსეთის ინტენსიური ავიაიერიშების შედეგად ათასობით უკრაინელს ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიწოდება. მისი თქმით, ამ მხრივ ყველაზე მეტად უკრაინის დედაქალაქი კიევია დაზიანებული, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტს ელექტროენერგია 18-19 დეკემბრის ღამის შემდეგ არ მიწოდება.