ოთარ შამუგია საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტის განხილვას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, შევძლოთ მიწის რესურსის ეფექტიანად გამოყენება და დაცვა. საძოვრების მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი პარლამენტის, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისა და უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რაც დაგვეხმარება გადავდგათ სწორი ნაბიჯები ქვეყანაში საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებაში. ამასთან, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნება ეს ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმართველობა თუ ფერმერები, ექნებათ გაწერილი ფუნქციები და ვალდებულებები, რათა მაქსიმალურად რაციონალურად მოხდეს ბუნებრივი რესურსი გამოყენება და დაცვა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობით, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხელს შეუწყობს საძოვრების ნაყოფიერების გაუმჯობესებას, მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას და პროდუქტიულობის გაზრდას. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.

„პროექტს, ეროვნულ დონეზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებენ. პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი შემუშავებულია პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს