დმიტრო კულება - უკრაინა მალე მიიღებს Patriot-ის პირველ ბატარეას - ეს არის ცის დაცვის სრულიად ახალი დონე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას მიაჩნია, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება შორ მანძილზე მოქმედი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთი ბატარეის გადაცემის შესახებ შესაძლებელს ხდის ამ სისტემების გადაცემას სხვა დასავლელი პარტნიორებისგანაც.

მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გახდა ნომერ პირველი მოვლენა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მისი შეფასებით, ვიზიტი იყო არა სიმბოლური, არამედ უკავშირდებოდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებს უკრაინის დაცვას და დაეხმარება მას ოკუპანტების დამარცხებაში.

„უკრაინა მალე მიიღებს ამ ულტრათანამედროვე სისტემების პირველ ბატარეას და ეს არის ცის დაცვის სრულიად ახალი დონე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება კარს უხსნის სხვა „პატრიოტებს", - აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო