ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უსაფუძვლო ბრალდებებისადმი ირანის სტრატეგიული მოთმინება უსაზღვრო არ არის

ხუთშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის წინააღმდეგ ომში თეირანის მიერ მოსკოვის სამხედრო დახმარების შესახებ განცხადება გააკრიტიკა.

განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების თანახმად, ირანს “არანაირი სამხედრო ტექნიკა არ მიუწოდებია არც ერთი მხარისთვის უკრაინაში ომში გამოსაყენებლად” და ყოველთვის პატივს სცემდა ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინისას.

“ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისადმი ირანის სტრატეგიული მოთმინება უსაზღვრო არ არის”, - განაცხადა ქანაანიმ.

ასევე მას ურჩია უკრაინის პრეზიდენტს “გამოიტანოს გაკვეთილი ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ლიდერის ბედიდან, რომლებიც აშშ-ის დახმარებით სარგებლობდნენ”.

ცნობისთვის, კონგრესის ორივე პალატისადმი სიტყვით მიმართვის დროს, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა ირანის მიერ მოსკოვის სამხედრო დახმარების შესახებ.

“როდესაც რუსეთი ვერ სწვდება ჩვენს ქალაქებს არტილერიით, იგი რაკეტებით ცდილობს მათ განადგურებას. მეტიც, ამ გენოციდურ პოლიტიკაში რუსეთმა თანამზრახველი იპოვა - ირანი. ირანის მომაკვდინებელი დრონები, რომლებიც ასობით მიდის რუსეთში, საფრთხე გახდა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ასე ერთი ტერორისტი პოულობს მეორეს. დროის საკითხია, როდის დაარტყამენ თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ახლა არ გავაჩერებთ მათ”, -

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?