ვლადიმერ პუტინი - ყველა შეიარაღებული კონფლიქტი ასე თუ ისე მთავრდება მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით - ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი

რუსეთი ხარჯავს სამხედრო მარაგებს, ეს დიდი ციფრებია, მაგრამ განსხვავება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან შედარებით, დიდია - კიევს მალე რეზერვები აღარ ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია.

„ახლა არ მოგიყვანთ ციფრებს, თუ რამდენ, ვთქვათ, ჭურვს ვხარჯავთ დღეში. ეს არის დიდი რიცხვები, მაგრამ განსხვავება ჩვენს და მათ შორის, ვინც გვეწინააღმდეგება, არის ის, რომ, ვთქვათ, უკრაინული სამხედრო - სამრეწველო კომპლექსი, თუ ჯერ კიდევ მთლიანად არ არის განულებული, მაშინ ამისკენ სწრაფად მიიწევს. მალე საკუთარი ბაზა აღარ ექნებათ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთის ბაზა „მხოლოდ იზრდება“ და ის გაიზრდება.

პუტინის თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავდაცვის ინდუსტრია, სამხედრო მეცნიერება და ტექნოლოგია განავითარა.

კრემლის ლიდერმა დღესვე განაცხადა, რომ ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკებებით მთავრდება და რაც უფრო მალე გახდება ეს კიევისთვის ნათელი, მით უკეთესი.

„ყველა შეიარაღებული კონფლიქტი ასე თუ ისე მთავრდება მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით. ჩვენ (მოლაპარაკებებზე) არასდროს გვითქვამს უარი" , - განაცხადა პუტინმა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ადრე თუ გვიან კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება.

„რაც უფრო მალე გააცნობიერებენ მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი