პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკი ანდჟეი დუდას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გაიმართა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-დან ბრუნდებოდა.

“სახლისკენ გზაზე შევხვდი უკრაინის მეგობარს - პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. შევაჯამეთ წლის შედეგები, რომელმაც გლობალური გამოწვევები მოიტანა სრულმასშტაბიანი ომის გამო. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და 2023 წელს საერთაშორისო დონეზე ურთიერთქმედება”, - წერს ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა დუდას, ქალაქ ჟეშუვსა და ყველა პოლონელს ყველაფრისთვის, რასაც უკრაინისთვის და მისი დაცვისთვის აკეთებენ.

“მოვუყევი მას იმაზე, რაც შეერთებულ შტატებში გავიგე, მომავალ წელს ჩვენს სტრატეგიულ ხედვაზე… ვემზადებით, ვამაგრებთ ჩვენს საერთო ძალებს”, - დასძინა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა