ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს საბრძოლო მასალას აწვდიან.
„იაპონური მედიის მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალები შესთავაზა, არის აბსურდი, რომელიც კომენტარს ან ინტერპრეტაციას არ იმსახურებს“, - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, იაპონურ მერიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში იაპონიის საზღვრის გავლით რუსეთში საბრძოლო მასალები, მათ შორის საარტილერიო ჭურვები, გაგზავნა და რომ დამატებითი გადაზიდვები მოსალოდნელი უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი.
ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღი მიაწოდა და სავარაუდოდ, მიწოდების გაგრძელებას გეგმავს.