რუსულმა ძალებმა ხერსონი 60-ზე მეტჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები“, - წერს იანუშევიჩი „ტელეგრამში“.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქს 61-ჯერ დაარტყეს არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, ნაღმმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით. რუსული ჭურვები მოხვდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო