პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაათენებენ ღამეს.

სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით გარანტირებული ძალიან ეფექტური საშუალება აქვს, რომ ერთი ხელის მოწერით, ხუთ წუთში გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ერთი მხრივ, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და მეორე მხრივ, გადაარჩინოს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. მოვედით პრეზიდენტთან, რათა შევახსენოთ, რომ ის ელოდებოდა 22 დეკემბერს. ფაქტია, რომ პროცესები იწელება. ეს გადადებები ნიშნავს, რომ პროცესი შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მივმართავთ პრეზიდენტს, გადადგას ნაბიჯი და არ გახდეს მკვლელობის მონაწილე. მას შევახსენებთ, რომ პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავრობის წევრის შთამომავალია და უნდა ახსოვდეს, რა მოხდა 100 წლის წინ. საქართველოში რუსეთმა კვლავ არ უნდა გაიმარჯვოს. დღეს აქ დავრჩებით და ღამეს გავათენებთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, რომ პირად კომფორტზე უარის თქმის გარეშე ბრძოლა არ გამოდის. „ფეისბუქზე“ წერა და ტელევიზიებში ლაპარაკი საკმარისი არაა. გადავდგათ ნაბიჯები და ვიდგეთ ერთად. თუ მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოგვიკლავენ, ამ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი დასამარდება. აქციები პერმანენტული იქნება, ვინაიდან ყველას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშველება, როდესაც 30 წელიწადში შეიძლება მეორე პრეზიდენტი მოკლან", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის