ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე - ეს არ არის ომი დადგენილი წესებით, ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნების გულისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის დაბომბვას ეხმაურება.

ზელენსკი რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული შენობებისა და დაღუპული ადამიანების ფოტოებს აქვეყნებს.

„ამ ფოტოებს სოციალური ქსელები, სავარაუდოდ „სენსიტიურ კონტენტად“ [შინაარსად] მონიშნავენ. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი - ეს არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ხერსონი. დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები. ეს არ არის ომი დადგენილი წესებით. ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნების გულისთვის. მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო