რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 8-მდე გაიზარდა

24 დეკემბერს რუსების მიერ ქალაქ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე, დაჭრილთა კი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 18 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა, რომ ხერსონის ცენტრის დასაბომბად დილით რუსეთმა „გრადები“ გამოიყენა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის დღევანდელი დაბომბვის საპასუხოდ, დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, უფრო აქტიურად მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ხერსონზე უამრავი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. როდესაც ოჯახები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ებრძვის ბოროტებას. ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა გამარჯვებისთვის“, - წერს კულება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო