მიხაილო პოდოლიაკი - მნიშვნელოვანია ირანის წინააღმდეგ უმოქმედო სანქციების დაწესებაზე უარის თქმა და უფრო გამანადგურებელ ინსტრუმენტებზე გადასვლა, როგორიცაა იარაღის ქარხნების ლიკვიდაცია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ირანის წინააღმდეგ არაეფექტური სანქციების დაწესების ნაცვლად, უნდა დაიწყოს ირანის იარაღის მწარმოებელი ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება.

მისივე თქმით, ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას გეგმავს.

„ირანი, რომელიც გეგმავს რუსეთისთვის რაკეტების, დრონების მიწოდების გაზრდას, უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს. მნიშვნელოვანია არაეფექტურ სანქციებზე, გაერო-ს უმოქმედო რეზოლუციების კონცეფციაზე უარის თქმა და უფრო გამანადგურებელ ინსტრუმენტებზე გადასვლა, როგორიცაა ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება”, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო