ოლექსი რეზნიკოვი - რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა ხალხის მიმართ, რომლებმაც   მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა

რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა მისი მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ხერსონში განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინას თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება.

„უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, თუ მას ექნება კონტრაბატარეული ბრძოლის მეტი საშუალება, მეტი არტილერია და შორ მანძილზე მოქმედების მეტი საბრძოლო მასალა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 8 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო