გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დახმარების ახალ პარტიაში შედის ჯავშანტექნიკის სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Bergerpanzer 2.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ უკრაინას მეცამეტე Bergerpanzer 2-ი გადასცა. Bergerpanzer 2-ი შეიქმნა საბრძოლო ტანკ Leopard 1-ის ბაზაზე. ის უზრუნველყოფს ბრძოლაში დაზიანებული მანქანების აღდგენას.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გაუგზავნა სასაზღვრო სამსახურის 13 მანქანა, სასწრაფო დახმარების ერთი და ორი სატვირთო მანქანა.