შალვა პაპუაშვილი გახარიაზე - თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას ნიშნავს, გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?

თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან [გიორგი გახარიამ] თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება.

„თუკი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, „ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი