ვახტანგ მახარობლიშვილი - ბრიუსელში არის პოზიტიური განწყობა - ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარეობს

განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური. ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ევროკავშირის ინფორმირებას მუდმივად ახდენს.

ელჩის განცხადებით, „ჩვენ სამეზობლო კალათიდან გაფართოების კალათაში გადაგვიყვანეს და ნებისმიერი დისკუსია, შეხვედრა, თუ პროცესი, რომელიც ევროკავშირთან მიმდინარეობს, გაფართოების კონტექსტშია“.

"ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვართ. ჩვენ ევროკავშირმა ის ნაბიჯები, პრიორიტეტები დაგვისახა, რომლის შესრულების პირობებში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს და დარწმუნებული ვარ და მაქვს მოკრძალებული მოლოდინი, რომ ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება. განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური. ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარეობს," - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ელჩის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომმა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოიტანა, მათ შორის ბრიუსელშიც.

"წელიწადი უამრავი სირთულით და გამოწვევით დაიწყო. ჩვენ სახეზე გვაქვს რუსული აგრესია, გაუმართლებელი ოკუპაცია, აგრესია ჩვენი მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოიტანა, არა მარტო ჩვენს რეგიონში, ზოგადად, რა თქმა უნდა, ევროპაში და მთელ მსოფლიოში," - განაცხადა ელჩმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა