ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართველ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ელჩების კონფერენციის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში გამართა. მთავრობის მეთაურმა ელჩებთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ კონკრეტული დავალებები მისცა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა