მიხაილო პოდოლიაკი - ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული - აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს

არ არსებობს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და არ არსებობს "მიზნები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, არსებობს სრულმასშტაბიანი ომი და ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული -აგრესორი უნდა დამარცხდეს.

„არსებობს სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად დაიწყო უკრაინის სახელმწიფოს დასანგრევად და უკრაინელი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობისთვის. ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული - აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს“, -წერს პოდოლიაკი.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით