უკრაინამ გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი ჩამოართვან

უკრაინამ გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გადადგან ოფიციალური ნაბიჯები იმის დასამტკიცებლად, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობა „არაკანონიერია“ და ოფიციალურ მოსკოვს ჩამოართვან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი.

უკრაინის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა და აქედან გამომდინარე, უკანონოდ იკავებს სსრკ-ს ადგილს გაერო-ს უშიშროების საბჭოში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე“ სახელმწიფოს კონცეფციას.

„გაერო-ში მისი უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლით და მისი დამპყრობლური და ნეოიმპერიული ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობებით“ , - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს