Associated Press - უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს

უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.

მედიასაშუალებასთან ინტერვიუში კულებამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო სამიტი სავარაუდოდ, გაეროში, გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს 2023 წელს ომის მოსაგებად და დასძინა, რომ დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდასთან განხორციელებული ქმედებების შედეგად მთავრდება“, - აღნიშნა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო