მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინციდენტი ომის ობიექტური შედეგია - ასეთი ინციდენტები ძალიან, ძალიან ბევრი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარი სხვადასხვა ინციდენტი ომის ობიექტური შედეგია. პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ ასეთი ინციდენტები "ძალიან, ძალიან ბევრი იქნება".

„ყველაფერი, რაც დღეს რუსეთში ხდება - ის, რომ ექსცესების რიცხვი, და არა მხოლოდ ენგელსში, იზრდება - დაკავშირებულია თავად რუსეთში პროცესებზე კონტროლის დაკარგვასთან. მუდმივად იზრდება დივერსიების რაოდენობა, დაუდგენელი აფეთქებები, ხანძარი კრიტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ენგელსსა და დიაგილევში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთში ხანძრები იმის გამო ხდება, რომ ქვეყანა ვერ იღებს უცხოურ სათადარიგო ნაწილებს, ასევე სპეციალისტების კონსულტაციებს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის სარატოვის ოლქში, ენგელსის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რასაც 3 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო