დმიტრო კულება - პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში განთავსდება

შეერთებული შტატების მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის დაჩქარებული განლაგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებით.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონზე, აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა