უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილიევსკის რაიონში რუსული ძალების ცოცხალი ძალის კონცენტრაციას ადგილს დაარტყეს.
„დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი. დანაკარგებს შორის არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 15 თანამშრომელი“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების 4 სამეთაურო პუნქტსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას დაარტყეს.