გიგი წერეთელი - სკანდალია, როცა პრეზიდენტი არ მიდის ელჩებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე - ეს ნათლად აჩვენებს ინსტიტუციურ კრიზისს

ვფიქრობ, რომ სკანდალია, როცა პრეზიდენტი არ მიდის ელჩებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ეს სერიოზული ამბავია დიპლომატიურ სივრცეში. მანვე მომხდარს „ინსტიტუციური ბრძოლა“ უწოდა.

„ამგვარი შოუები არაფერში საჭირო არ არის გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს ყველას შიგნითაც და გარეთაც, იმ ინსტიტუციურ კრიზისს, რომელიც არსებობს - შეუთანხმებლობას, ინსტიტუციების მორყევას, უპატივცემულობას და ხელისუფლების მუდმივ სურვილს, რომ ამტკიცოს, რომ ის არის ყველაზე ძლიერი, მას არავინ არ აინტერესებს, არავინ ავტორიტეტი არ არის მხოლოდ არის ერთი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რომელზეც არ ძრავენ სიტყვას და მეორე ვისზეც არ ძრავენ სიტყვას, ეს არის პუტინი“, - დასძინა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა