მიხეილ სარჯველაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიზეზი იყო სხვა, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიზეზი იყო სხვა, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "ელჩების კონფერენცია 2022" -ზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განმარტებას.

სარჯველაძის შეფასებით, "მან არჩია, რომ ამ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა". ამ კონტექსტში უმრავლესობის დეპუტატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის არმისვლის მიზეზი, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას უკავშირდებოდეს, რაზეც ყურადღება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია გამახვილებული.

"კარგი და დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ იყო მიუღებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრების განთავსება იმ წესით, რა წესითაც შესთავაზეს, შემოთავაზებული არ იყო. რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გასაგები არ ყოფილა. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს არ დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „ელჩების კონფერენციას“ პრეზიდენტი იმის გამო არ დაესწრო, რომ პროტოკოლმა პრეზიდენტს პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო