პრემიერი - ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება - უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოს და მისი ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა. ამის შესახებ პრემიერმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, 229 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და სწორედ ამდენი ადამიანი დასაქმდა, უკანასკნელი თითქმის 2 წლის განმავლობაში.

„სიღარიბე და უმუშევრობა ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა -უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, 15.6% შეადგინა უმუშევრობის დონემ. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, შეიქმნა 229 000 ახალი სამუშაო ადგილი, 229 ათასი ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო თითქმის 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 000 ადამიანია დასაქმებული.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი უკვე დასაქმებულია ბოლო 7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი - მოგეხსენებათ, რომ 200 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს