გურამ გურამიშვილი - მიმოქცევაში გაეშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ეძღვნება

2022 წლის დეკემბრიდან მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული მარკა, რომლის პრეზენტაციაც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.

„მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა, რომელიც საიუბილეოა და მასზე დატანილია ბიჭვინთის საკათედრო მონასტერი, რომელიც ესკიზის სახით აღწერა მე-17 საუკუნეში იტალიელმა მისიონერმა, ქრისტეფორე დე კასტელმა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისთვის და მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. ამ მარკის გამოცემა ხელს შეუწყობს ქართველი და იტალიის ხალხის მეგობრობის განმტკიცებასა და გაღრმავებას“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ახალი მარკა მთელი ქვეყნის მასშტაბით „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრშია ხელმისაწვდომი და საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული, ხოლო იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე