უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა აღიაროს საკუთარი აფილირება მოსკოვის საპატრიარქოსთან და ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც რუსეთის პატრიარქი კირილი აღიაროს, როგორც სატანა.
„24 თებერვლის შემდეგ, ჩვენი საზოგადოება მოითხოვს სამართლიანობას. თუ თქვენ ცდილობთ დამალოთ თქვენი აფილირება მოსკოვის საპატრიარქოსთან, კავშირები ხალხთან, რომელიც ლოცულობენ რუსეთში, რათა რუსმა სამხედროებმა მოგვკლან, უფრო მეტიც, აკურთხებენ მათ მკვლელობისთვის, როგორ შეგიძლიათ უკრაინელებს თვალებში ჩახედოთ? თუ თქვენ არ ხართ აფილირებული რუსეთის ფედერაციასთან, თქვენ ოფიციალურად უნდა განაცხადოთ ამაზე და თქვათ, რომ პუტინი სატანაა. სატანაა ასევე რუსეთის პატრიარქი კირილიც. დაარქვით ყველაფერს შესაფერისი სახელი და შემდეგ ეს სამართლიანი იქნება“, - განაცხადა დანილოვმა.