პოლონეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილე - დღეის მდგომარეობით, პოლონეთში 950 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება

დღეის მდგომარეობით, პოლონეთში 950 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების მთლიანი რაოდენობა კი 2.3 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ პოლონეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ, ბართოშ მარჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი ზაფხულის მაჩვენებელზე 400 000-ით ნაკლებია.

ამასთან, მარჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილების 90% ქალები და ბავშვები არიან. ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვემო სილეზიის სავოევოდოსა (ვროცლავი) და მაზოვიეცის სავოევოდში (ვარშავა) ცხოვრობენ.

პოლონელი ოფიციალური პირის განცხადებით, სრულწლოვანი უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით 60-70% უკვე დასაქმდა პოლონეთში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო