საბა ბუაძე კახა კალაძეს - გამოსვლა მშვიდობაზე საუბრით დაიწყეთ და კარგად გამოჩნდა მშვიდობას როგორი ფასი აქვს თქვენთვის, ბანერის გადმოკიდების დროს თქვენი პარტიის წარმომადგენლები ახალგაზრდა გოგოს და ბიჭს თავს რომ დაესხნენ

ურევ, ამრევი ხარ თუ რას ჰქვია, რა გამოჩნდა?! - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ პარტია „ლელოს“ საკრებულოს წევრს საბა ბუაძეს, რომელმაც თბილისის მერს მიმართა, რომ მშვიდობისადმი მათი დამოკიდებულება საკრებულოს სხდომის დაწყებისას ბანერის გადმოკიდების მსურველ ახალგაზრდებზე თავდასხმაში გამოჩნდა.

„ბატონო კახი, თქვენი გამოსვლა მშვიდობაზე საუბრით დაიწყეთ და მე მგონი, კარგად გამოჩნდა მშვიდობას როგორი ფასი აქვს თქვენთვის, აი აქ, ბანერის გადმოკიდების დროს თქვენი პარტიის წარმომადგენლები ახალგაზრდა გოგოს და ბიჭს თავს რომ დაესხნენ“,- მიმართა საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე ანგარიშით მისულ დედაქალაქის მერს.

„ლელოს“ წევრს მერისადმი შენიშვნები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

„მე მინდა შეგახსენოთ თქვენი 2017 წლის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. ეს შეეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და თქვენ თქვით, რომ იქნებოდით ის ადამიანი, რომელიც მოახდენდა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელმაც თქვა, რომ 2017 -2018 წლებში თბილისის მერიაში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ავტომობილებში, ვიდრე ავზები იტევდა. ჩვენ ვნახეთ ასეულობით ავტომობილი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული და ასევე ვუყურებთ იმ ავტოპარკს, რომელიც ემსახურება თბილისის საკრებულოს, 40 ერთეული ავტომობილის სახით. ვუყურებთ ასევე საწვავის გაზრდილ ხარჯებს - 2 მილიონ ლარს გადააჭარბა საწვავის ხარჯებმა და მე მაინტერესებს, თუ თქვენივე გუნდის წევრებს ვერ არწმუნებთ იმაში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტთ ისარგებლონ, თბილისელებმა როგორ უნდა ირწმუნონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივა და როგორ უნდა დაიჯერონ თქვენი რეფორმის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა დღეს დედაქალაქში. იყო თუ არა სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაცემული პირობა, რომ 2022 წელს 18-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ტყუილი, პრობლემა თუ რა იყო ?“- განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო