ანრი ოხანაშვილი - „კრედიტ სუისის“ უკანონო ქმედებები ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მასშტაბური თაღლითური სქემა, რომელიც “კრედიტ სუისმა“ ევროპის შუაგულში მისი თუ სხვა ძალების ინიციატივით განახორციელა

„კრედიტ სუისის“ უკანონო ქმედებები ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მასშტაბური თაღლითური სქემა, რომელიც “კრედიტ სუისმა“ ევროპის შუაგულში მისი თუ სხვა ძალების ინიციატივით განახორციელა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ “კრედიტ სუისი“ უდიდეს რეპუტაციულ ზიანს განიცდის, მძიმე ქმედების ჩადენას განაგრძობს“.

„ეს ისტორიაში შევა. ამ საქმეს მათ შორის ევროპაში ასწავლიან სტუდენტებს, ბიზნესის და იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომელიც საბანკო საქმიანობაში არიან ჩართული, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს შესაბამისი საკრედიტო დაწესებულება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები “კრედიტ სუისთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, “კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას.

„ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე); ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი