პრეზიდენტი - რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუციაო, ან მეორენი ქართულ ხასიათზე თამაშით: "აბა, თუ ვაჟკაცი ხარ, ჩამოდი" - ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა

ორივე ძალას აწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია.

მისივე თქმით, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს.

„რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში, მიშას {მიხეილ სააკაშვილი} ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ - ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი! ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი! ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს. სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო