გურამ ოქროპირიძე - ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის“

ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის“, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გურამ ოქროპირიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და თბილისის მერის წლიური საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გურამ ოქროპირიძემ მერიის საქმიანობა შეაფასა და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მან დედაქალაქის მერს და შესაბამის უწყებებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს იყო როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

„დავიწყებ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტით. რეკორდულად მაღალია 2023 წლის ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული, მომავალ წელსაც გვექნება განახლებული პარკები, სკვერები, ქუჩები, გამზირები და კიდევ უფრო უკეთესი გახდება ეს ქალაქი. ასევე თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები რომ ყოფილიყო მსხვილი, მასშტაბური პროექტები, ბიუჯეტში ასახულია.

ცოტა ხნის წინ მზიურისა და ვაკის პარკებს დაუბრუნდათ წარსულში გასხვისებული ტერიტორიები მონაცვლეობის პრინციპით. ამ ტერიტორიების განვითარება მხოლოდ რეკრეაციული მიზნებით მოხდება, რაც იმ პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც ტარდება დედაქალაქში მწვანე სივრცეებთან მიმართებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მზიურისა და ვაკის პარკის შემთხვევაში მონაცვლეობა ინვესტორის თანხმობით და შესაბამისი ღირებულების ქონების გადაცემის შედეგად მოხდა და არა ხელების გადაგრეხის პრინციპით, როგორც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ მიჩვეულები წლების წინ“,- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ოპონენტები ზედაპირულად და უშინაარსოდ საუბრობენ.

„არც ერთი შინაარსობრივი, დამუშავებული პროექტი არ მინახავს თქვენი. ამბობთ, რომ არასწორია მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ხედვები, პარალელურად 10 სატრანსპორტო დერეფნის დროულად დასრულებაზე, ახალი ავტობუსების დროულად შემოყვანასა და მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე აკეთებთ აქცენტს. სწორედ ამას აკეთებს დედაქალაქის მერიაც და ესე იგი ეთანხმებით, მაგრამ პარალელურად ლანძღავთ ამ უწყებებს. ამიტომ კონკრეტული ინიციატივები წამოაყენეთ და მობრძანდით, საქმიან თანამშრომლობაზე უარს არავინ გეტყვით“,- დასძინა საკრებულოს წევრმა.

გურამ ოქროპირიძე საკრებულოში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის და რომელიც დღეს თავად იქცა ყველაზე პოლარიზებულ, ეკლექტურ და ღირებულებითი ვერტიკალის არმქონე წარმონაქმნად.

„მთელი გუნდი კრიმინალად ვისაც თვლიდით, დღეს, რამდენიმე ტრანშის დარიცხვის შემდეგ დემოკრატიის შუქურად გადაღებეთ ის ადამიანი - პრინციპები და ღირებულებები გაცვალეთ ფულზე და კაცმა არ იცის ხვალ ვის დაემორჩილებით ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ოლიგარქები, კორუფცია და ნეპოტიზმი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აღმოაჩინა - მანამდე რას აკეთებდით? ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილი დღემდე არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას და ამის პარალელურად, იკავებენ საკრებულოსა თუ პარლამენტის წევრის სავარძლებს. ეს უბრალოდ გაუგებარი მოვლენაა“,- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გურამ ოქროპირიძე - ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის“

ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის“, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გურამ ოქროპირიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და თბილისის მერის წლიური საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გურამ ოქროპირიძემ მერიის საქმიანობა შეაფასა და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მან დედაქალაქის მერს და შესაბამის უწყებებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს იყო როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

„დავიწყებ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტით. რეკორდულად მაღალია 2023 წლის ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული, მომავალ წელსაც გვექნება განახლებული პარკები, სკვერები, ქუჩები, გამზირები და კიდევ უფრო უკეთესი გახდება ეს ქალაქი. ასევე თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები რომ ყოფილიყო მსხვილი, მასშტაბური პროექტები, ბიუჯეტში ასახულია.

ცოტა ხნის წინ მზიურისა და ვაკის პარკებს დაუბრუნდათ წარსულში გასხვისებული ტერიტორიები მონაცვლეობის პრინციპით. ამ ტერიტორიების განვითარება მხოლოდ რეკრეაციული მიზნებით მოხდება, რაც იმ პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც ტარდება დედაქალაქში მწვანე სივრცეებთან მიმართებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მზიურისა და ვაკის პარკის შემთხვევაში მონაცვლეობა ინვესტორის თანხმობით და შესაბამისი ღირებულების ქონების გადაცემის შედეგად მოხდა და არა ხელების გადაგრეხის პრინციპით, როგორც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ მიჩვეულები წლების წინ“,- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ოპონენტები ზედაპირულად და უშინაარსოდ საუბრობენ.

„არც ერთი შინაარსობრივი, დამუშავებული პროექტი არ მინახავს თქვენი. ამბობთ, რომ არასწორია მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ხედვები, პარალელურად 10 სატრანსპორტო დერეფნის დროულად დასრულებაზე, ახალი ავტობუსების დროულად შემოყვანასა და მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე აკეთებთ აქცენტს. სწორედ ამას აკეთებს დედაქალაქის მერიაც და ესე იგი ეთანხმებით, მაგრამ პარალელურად ლანძღავთ ამ უწყებებს. ამიტომ კონკრეტული ინიციატივები წამოაყენეთ და მობრძანდით, საქმიან თანამშრომლობაზე უარს არავინ გეტყვით“,- დასძინა საკრებულოს წევრმა.

გურამ ოქროპირიძე საკრებულოში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებებზე მენტორული ტონით საუბრობს პარტია, რომელიც თავად იყო შემოქმედი ტოტალური ტერორის და რომელიც დღეს თავად იქცა ყველაზე პოლარიზებულ, ეკლექტურ და ღირებულებითი ვერტიკალის არმქონე წარმონაქმნად.

„მთელი გუნდი კრიმინალად ვისაც თვლიდით, დღეს, რამდენიმე ტრანშის დარიცხვის შემდეგ დემოკრატიის შუქურად გადაღებეთ ის ადამიანი - პრინციპები და ღირებულებები გაცვალეთ ფულზე და კაცმა არ იცის ხვალ ვის დაემორჩილებით ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ოლიგარქები, კორუფცია და ნეპოტიზმი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აღმოაჩინა - მანამდე რას აკეთებდით? ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილი დღემდე არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას და ამის პარალელურად, იკავებენ საკრებულოსა თუ პარლამენტის წევრის სავარძლებს. ეს უბრალოდ გაუგებარი მოვლენაა“,- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო