ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არცერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე

ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არცერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს.

“წელს უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. თუმცა, ჩვენი მიღწევა არა მხოლოდ ამაშია. ეს მიღწევის მხოლოდ ნაწილია. უკრაინა დიდი ხანია იმსახურებს ამ სტატუსს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო”, - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკის მხრივ წლის მთავარი მიღწევა ის არის, რომ უკრაინა ევროკავშირსა და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის ბრძოლის გარშემო აერთიანებს.

“ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არცერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეების დამაჯერებელმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და ევროკავშირისადმი უკრაინის მიერთების იდეას”, - თქვა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის