ვოლოდიმირ ზელენსკი - ხალხი, რომელიც დევნილად იქცა და თავი შეაფარა საზღვარგარეთის ქვეყნებს, ლტოლვილად არ უნდა იქცეს - უნდა უზრუნველვყოთ მათი დაბრუნება

უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს იმ უკრაინელების დაბრუნება, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ საზღვარგარეთ წასულიყვნენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ყოველწლიური გზავნილის დროს განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ასევე უნდა აღვადგინოთ საზოგადოებრივი მთლიანობა. მილიონობით ჩვენი ხალხი, რომელიც დევნილებად იქცა, თავი შეაფარა საზღვარგარეთის ქვეყნებს, ლტოლვილად არ უნდა იქცეს“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომლებიც ეხმარებიან უკრაინის მოქალაქეებს. ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ადამიანების შენარჩუნება უკრაინის საზოგადოების ნაწილად.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი დაბრუნება", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, ეს მუშაობის სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფოს აღდგენისა და შემდგომი ინტეგრაციის უზრუნველყოფას ევროკავშირთან, თავისუფალი სამყაროს სხვა წამყვან სუბიექტებთან, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური და პირადი თავისუფლებების გათანაბრება უკრაინასა და იმ მოწინავე ქვეყნებში, სადაც უკრაინელი მიგრანტები რჩებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო