ოლექსი დანილოვი - კრემლის სპიკერები დროა საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ - რუსეთის რეალობა არის სირცხვილი, მარცხი და დაშლა

რუსეთის ფედერაციის რეალობა - ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ამ განცხადებით დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკრაინაში ომის დასასრულებლად ნებისმიერი სამშვიდობო წინადადება “ახალ რეალობას” უნდა დათანხმდეს.

“არანაირი რეალობა არ არის, სადაც “რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიები” არსებობენ. კრემლის სპიკერები დროა საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ. რუსეთის ფედერაციის რეალობა - ეს არის სირცხვილი, მარცხი და მისი დაშლა.

ამ რეალიების გაუთვალისწინებლად ვერანაირი “სამშვიდობო გეგმა” ვერ შედგება”, - წერს დანილოვი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა