ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 104 560 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 104 560 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 104 560 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 3018 ტანკი, 6047 ჯავშანტექნიკა, 2004 ერთეული საარტილერიო სისტემა, 423 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 212 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 283 საბრძოლო თვითმფრინავი, 268 ვერტმფრენი, 1717 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 16 გემი/ნავი, 4675 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 179 ერთეული სპეცტექნიკა და 653 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.