რუსეთი უკრაინის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს, მათ შორის იბომბება კიევი

დღეს გამთენიიდან რუსეთი უკრაინის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს, მათ შორის დედაქალაქ კიევსა და ხარკოვზე. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

კიევში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. „რამდენიმე აფეთქება იყო დედაქალაქში“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმაც.

უკრაინული მედიის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა დარნიცკის რაიონში კერძო შენობა და იქვე გაჩერებული მანქანა დააზიანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კიევისა და ქალაქგარეთ რაიონების მოსახლეობას მოუწოდეს დარჩნენ თავშესაფარში საჰაერო განგაშის შეწყვეტამდე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო