მაია სანდუ - ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უმოწყალო თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უმოწყალო თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, - ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა იმ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბის ხორციელდება.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოქალაქეები უნდა იყვნენ საყვარელი ადამიანების გვერდით და არ უნდა ემალებოდნენ რაკეტებს თავშესაფრებში.

„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ახალი წლის წინა დღეებში გრძელდება, წამოიწყო რა რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უმოწყალო თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე. ადამიანები უნდა იყვნენ საყვარელი ადამიანების სიახლოვეს და არ უნდა ემალებოდნენ რაკეტებს თავშესაფრებში“,- განაცხადა მაია სანდუმ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს