დმიტრო კულება - უგუნური ბარბაროსობა - ეს ერთადერთი სიტყვებია, რაც აზრად მომდის, ვხედავ რა რუსების მორიგ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ახალი წლის წინა დღეებში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, იმ ბარბაროსობის ფონზე, რასაც რუსული სამხედროები ახალი წლის წინა დღეებში სჩადიან, არ არსებობს ნეიტრალობა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერის" გვერდზე წერს, ასეთ დროს თავის ნეიტრალურად მოჩვენება, რუსეთის მხარეს ყოფნას უტოლდება.

„უგუნური ბარბაროსობა - ეს არის ერთადერთი სიტყვები, რაც აზრად მომდის, ვხედავ რა რუსების მიერ გაშვებულ მორიგ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ახალი წლის წინა დღეებში. მსგავსი მასობრივი ომის დანაშაულების ფონზე, არ შეიძლება არსებობდეს ნეიტრალიტეტი. ნეიტრალურად თავის მოჩვენება უტოლდება რუსეთის მხარეს ყოფნას“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, დღეს დილიდან რუსეთი ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს უკრაინის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ კიევსაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო