დენის შმიგალი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა - ჩამოგდებულია 54 რაკეტა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთი მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განახორციელა, დიდ იმედებს ამყარებდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი ამ თავდასხმისთვის 2 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრწყინვალედ იმუშავა.

„მეათე მასშტაბური თავდასხმა, რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. მტერი დიდ იმედებს ამყარებდა ამ თავდასხმაზე, მისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. ჩამოგდებულია 54 რაკეტა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მასობრივ დაბომბვას მაინც მოჰყვა ზარალი, განსაკუთრებით ენერგოობიექტებზე.

„ჩვენი ენერგეტიკოსები უკვე მუშაობენ, რათა ყველაფერი შეაკეთონ. დიდი მადლობა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მედპერსონალს, მაშველებს და ყველას, ვინც ჩართულია თავდასხმის შედეგების ლიკვიდირებაში“, - განაცხადა შმიგალმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო