ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ შეცვლილია, მათ არ ეუბნება, რატომ მომივარდითო, პირიქით, ეპატიჟება - ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა

პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის მიმართ’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა "ნაცმოძრაობის" მიმართ. მისი თქმით, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს.

,,გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც უშუალოდ მიადგა უმძიმესი ფორმით ზიანი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. რატომ მომივარდითო, არ ეუბნება "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს, პირიქით, იქით ეპატიჟება პრეზიდენტს რეზიდენციაში. როდესაც, შენი საპრეზიდენტო საქმიანობის ოთხი წლის თავზე, რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით მე, ბუნებრივია, არ შევალ და ვერც შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას