ნატო-ს გენერალური მდივანი - მოვუწოდებ მოკავშირეებს გააკეთონ მეტი - ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება და არ დაუშვან პუტინის გამარჯვება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიასა და ალიანსის სხვა ქვეყნებს მოუწოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაგრძონ.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„შესაძლოა, ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ყველაზე სწრაფი გზაა მშვიდობისკენ“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ის თავის მიზანს მიაღწევს და უკრაინას თავის კონტროლს ვერ დაუქვემდებარებს.

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მოლაპარაკების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას.

სტოლტენბერგმა ასევე ნათლად დააფიქსირა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე თავდასხმას სრულიად კანონიერად მიიჩნევს.

„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ასევე უკრაინას“,- განაცხადა მან.

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ზამთარს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

„ეს არ არის რუსეთის მხრიდან თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე, ეს არის მასობრივი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე იმიტომ, რომ სწორედ მილიონობით უკრაინელს ეზღუდება წვდომა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ მოკავშირეებს გააკეთონ მეტი. ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება და არ დაუშვან პუტინის გამარჯვება“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი