დენის შმიგალი - გვჯერა, რომ 2023 წელი უკრაინის ისტორიაში შევა, როგორც დიდი გამარჯვებისა და მშვიდობის წელი

გვჯერა, რომ 2023 წელი უკრაინის ისტორიაში შევა, როგორც დიდი გამარჯვებისა და მშვიდობის წელი, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ვატარებთ მას კიევში. უძლეველი ქვეყნის თავისუფალ დედაქალაქში. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმისთვის, რომ ეს შესაძლებელია. 2022 წლის 24 თებერვალი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც გარდამტეხი მომენტი უკრაინისთვისა და მსოფლიოსთვის. ეს დღე რუსეთის არშემდგარი იმპერიის დასასრულის დასაწყისი გახდა. რუსეთმა სტრატეგიულად წააგო იმ მომენტში, როდესაც გადაწყვიტა, რომ შეძლებს უკრაინელების დაპყრობას და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებას. თავისუფალი ქვეყნის თავისუფალმა ერმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რას ნიშნავს მტერთან ბრძოლის მზაობა, რომელსაც ყველა შენზე ძლიერს ეძახდა”, - თქვა შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს, ენერგეტიკოსებს, მაშველებს, ექიმებსა და “ყველა მამაც უკრაინელს, ვინც აქ და ახლა აგრძელებენ ბრძოლას, მუშაობას, შეიარაღებული ძალებისა და საკუთარი ქვეყნის დახმარებას”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო