კირილ ბუდანოვი - ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს

ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს, გარკვეული რაიონები აღდგენას არ ექვემდებარება და ოკუპანტების თავდასხმის პოტენციალი ამოწურული არ არის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სამხედრო ვითარება იქ არ არის კატასტროფული. კატასტროფაა თავად ქალაქთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს. გარკვეული ტერიტორიები ნამდვილად არ ექვემდებარება აღდგენას. ოკუპანტებმა აბსოლუტურად გაანადგურეს, მთელი ქალაქი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადეს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსები იქ ბახმუტში დიდ დანაკარგებს განიცდიან.

„ისინი იქ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან. თქვენ ალბათ გინახავთ ბევრი ვიდეო ინტერნეტში, გვამების გორები, როცა გვამს გვამზე ათავსებენ, ქვიშის პარკივით - ეს არის რეალური სიმართლე“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო