რუსული ძალები უკრაინას Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს - უკრაინელებმა კიევში 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა Shahed-ის დრონების გამოყენებით უკრაინის ოლქებზე თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ოლქის ტერიტორიაზე დრონები გამოჩნდნენ, დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე, მიკოლა ლუკაშუკიც.

საჰაერო განგაში გამოცხადდა კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქებში, ასევე სუმის, ხარკოვისა და პოლტავას ოლქებში, მოგვიანებით კი დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიროვოგრადის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ამასთან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული დრონის ნამსხვრევები კიევის დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევში 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

დრონები და რაკეტა ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

„საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში Shahed-ის ტიპის 6 უპილოტო საფრენი აპარატი და Kh-59MK2 ტიპის მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ქალაქ დნიპროსკენ მიემართებოდა. საჰაერო თავდაცვამ კი Shahed-ის 3 დრონი ჩამოაგდო“, - აცხადებენ „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო