თურქეთმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გამოსცადა

თურქეთმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გამოსცადა

თურქეთმა წარმატებით დაასრულა საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Siper-ის გამოცდა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, საცდელი გასროლის დროს სისტემამ სამიზნე 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე გაანადგურა.

„საახალწლო საჩუქარი თურქ ერს: ადგილობრივმა თურქულმა შორ მანძილზე მოქმედმა საჰაერო თავდაცვის რაკეტა Siper-მა წარმატებით გაიარა საცდელი გასროლა და მიზანს მოხვდა“, - წერს ისმაილ დემირი.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას 2023 წელს გეგმავს.