ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი Shahed-ის დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს - ის, შესაძლოა, ფსონს ჩვენი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ამოწურვაზე დებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი Shahed-ის დრონების გამოყენებით უკრაინაზე ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს.

მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინელებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს.

“წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია. ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს უახლოეს მომავალში. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ის დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ფსონს უკრიანელი ხალხის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ამოწურვაზე დებს, თუმცა უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერორისტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიონ.

“რუსეთი ფსონს, შესაძლოა, ამოწურვაზე დებს, ჩვენი ხალხის, საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკის სექტორის ამოწურვაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ - და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის - რომ ტერორისტების ამ მიზანმა ისეთივე მარცხი განიცადოს, როგორც ყველა სხვამ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო