უკრაინელებმა ოკუპირებულ სვატოვოში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოში რუსული ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ორი კვირის განმავლობაში აფიქსირებდნენ, თუ როგორ შეჰქონდათ ოკუპანტებს საბრძოლო მასალა „ურალის“ მარკის ავტომობილებით საწყობში და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს დარტყმა.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაკიივკაში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო