რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაჭრილები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაჭრილები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა თავად ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა.

ამასთან, კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.